"მე ორივეს ვტირი, როგორც კესოს, ისე ბექას" - ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი
კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ბრალდებული ბექა ჯაიანის დედა პირველ კომენტარს აკეთებს. ამბობს, რომ კესარიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა, რა დროსაც გაიგო, რომ ქალი მის შვილს ცოლად მოჰყავდა.
"მინდა მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო. მე ორივეს ვტირი, როგორც კესოს, ისე ბექას. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე კესოს, შენს შვილს ცოლად მოვყავარო და თანახმა ხარო?, მითხრა" - ამბობს ბექა ჯაიანის დედა. მან პირველი ინტერვიუ "ნოდარ მელაძის შაბათს" მისცა.