კიმ ჩენ ინის "საჩუქარი" დაადუღეს - უკრაინელებმა დღეს კიდევ ორი რუსული სამხედრო საწყობი ასწიეს ჰაერში - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინის "საჩუქარი" დაადუღეს - უკრაინელებმა დღეს კიდევ ორი რუსული სამხედრო საწყობი ასწიეს ჰაერში

21 სექტემბრის გამთენიიდან, რუსეთში შეიარაღების კიდევ ორი დიდი საწყობი იწვის და დეტონაციას განიცდის...აფეთქებული 23-ე არსენალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს კუთვნილებაა და ის ტვერის ოლქის ოქტრიაბრსკის დასახლებასთან მდებარეობს, ხოლო საარტილერიო ჭურვების 719-ე ბაზა კი კრასნოდარის მხარის ტიხორეცკაიასთან იწვის...

საგულისხმოა, რომ 23-ე არსენალი სულ რაღაც 15 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს ტვერის ოლქის ქალაქტორეპეცთან არსებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიოსამმართველოს 107-ე არსენალიდან, რომელიც სამი დღით ადრე,18 სექტემბრის დილას ისე "დაადუღეს", რომ 18 მცირე მიწისძვრაც კი გამოიწვია(ყველაზე წარმატებული ამ უკრაინული საჰაერო თავდასხმის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამავე ბლოგის სტატიაში-„სუპერდარტყმა რუსეთზე, რომელმაც 18 მიწისძვრა გამოიწვია და 11 ათასი კაცი თავქუდმოგლეჯილი გააქცია - რა მოხდა დღეს ტვერის ოლქში?!“).

1-pali-1726921999.jpg
შეიარაღების რუსულ საწყობებში ღია ცის ქვეშ დასაწყოებებული ჭურვების აფეთქება უკრაინულ კამიკაძე-დრონებს უადვილდებათ...

23-ე რუსული არსენალი 450 კილომეტრითაა დაშორებული უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან, ხოლო კრასნოდარის მხარის ტიხორეცკაიასთან მდებარე საარტილერიო ჭურვების 719-ე ბაზა კი უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტიდან 300-იოდე კილომეტრშია განთავსებული.

ანუ ეს ის მანძილებია, რომლებზეც შეიძლება ვერც კი მისწვდნენ ამერიკული ბალისტიკური და ბრიტანულ-ფრანგული ფრთოსანი ის რაკეტები ,რომლებიც ამ ქვეყნებმა მართალია გადასცეს უკრაინას და დღემდე უფლებას არ რთავენ, გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში...

პუტინის ბირთვული შანტაჟით დაშინებული ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების შემხვედარე რომ დარჩენილიყო უკრაინა, აგრესორი რუსეთის ამ ასეთ მნიშვნელოვან შეიარაღების საწყობებს ვერ ააფეთქებდა - თითოეული აფეთქებული რუსული სამხედრო საწყობი კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის დამცველებს მცირედით მაინც შეუმსუბუქდებათ ის მძიმე მდგომარეობა, რაც რუსი ოკუპანტების გამუდმებულ შეტევებს მოჰყვება აღმოსავლეთ ფრონტზე...

2-pali-1726921999.jpg
რუსული სამხედრო საწყობების ასეთი მოხშირებული აფეთქებები, შეიძლება უკავშირდებოდეს ახალი უკრაინული რეაქტიული კამიკაძე-დრონების Паляниця-ს საბრძოლო გამოყენების დაწყებასაც...

საჰაერო თავდასხმის თუ რა კონკრეტულ საშუალებებს იყენებს უკრაინა რუსული სამხედრო საწყობების ჰაერში ასწევად, კიევი ასაიდუმლოებს, თუმცა ტრადიციული შიდაწვის ძრავიანი და ხრახნიანი კამიკაძე-დრონების გარდა, სავარაუდოდ, საქმეში ჩაერთვნენ რეაქტიული „პალიანიციებიც“, რომელთა სისწრაფიდან გამომდინარე, მათი დროულად აღმოჩენა და ჩამოგდება რუს მეზენიტეებს, როგორც ჩანს ძალზე უჭირთ...

უფრო მეტიც - რუსეთში შიშობენ, რომ უკრაინული დრონები იმავე ტვერის ოლქში მალევე „ესტუმრებიან“დასახლება ოზიორნის, სადაც არც მეტი და არც ნაკლები, დისლოცირებულია რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების მე-7 სარაკეტო დივიზია, თავისი РТ-2ПМ «Тополь» ტიპის მობილური სარაკეტო დანადგარებით - სწორედ იმ ბირთვულქობინიანი „ტოპოლებით“, რომლებიც ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის მიერ არის შექმნილი და რომლებითაც პუტინი დღესაც ემუქრება აშშ-ს...

3-pali-1726921999.png
კრასნოდარის მხარის ტიხორეცკაიასთან მდებარე საარტილერიო ჭურვების 719-ე ბაზაში საბრძოლო მასალის დეტონაციის მომენტი...

მანამდე კი, კრასნოდარის მხარის ტიხორეცკაიასთან მდებარე საარტილერიო ჭურვების 719-ე ბაზის აფეთქებას, სავარაუდოდ, „შეეწირნენ“ ის ჩრდოლოეთკორეული ბალისტიკური რაკეტებიც, რომლებიც კიმ ჩენ ინმა პუტინს ჯიშიან ძაღლებსა და ცხენებში გადაუცვალა, ცოტა ხორბლის დამატებით , დამშეული ჩრდილოეთკორეელი მოსახლეობის მცირედით გამოსაკვებად...