"ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები..." - კაკა - კვირის პალიტრა

"ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები..." - კაკა

დღეს, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ვეტერანთა ნაკრები "მილანის" ლეგენდებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ვეტერანმა ფეხბურთელებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

ლევან კობიაშვილი:

"მოხარული ვართ, რომ შევძელით და ქართველი გულშემატკივრების წინაშე ლეგენდარული ფეხბურთელები წარსდგებიან, როგორც ქართველი, ასევე "მილანის" ვარსკვლავები...

კახა კალაძის დიდი დამსახურებაა, საქართველოში "მილანს" უამრავი გულშემატკივარი რომ ჰყავს... არ ვიცი, მოთამაშეები რამდენად ვისიამოვნებთ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დღეს გულშემატკივრებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.

მადლობა ყველას - ორგანიზატორებს, ფეხბურთელებს და მათაც, ვინც ბილეთები შეიძინა."

კლარენს ზეედორფი:

"საქართველოში რანდენჯერმე ვიყავი და აქ ჩამოსვლა სასიმაოვნოა. მიხარია, მაქვს შესაძლებლობა, კალაძეს კიდევ ერთხელ შევხვდე.

საქართველოს ნაკრები ძლიერი და ბრძოლისუნარუანი გუნდია და მომავალში დიდი წარმატება ელის."

რიკარდო კაკა:

"საქართველოში პირველად ვარ. სასიამოვნოა შეგრძნებაა, როცა "მილანის" გულშემატკივრებს მსოფლიოს მასშტაბით ხვდები. ვნახულობ ყოფილ თანაგუნდელებს.

ქართულ ფეხბურთში ახლა პერსპექტიული თაობაა, კახას დამსახურებით, მათ ვგულშემატკივრობთ.

არის თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გატანილი გოლი ჩემს კარიერაში საუკეთესო? გეთანხმებით, "მანჩესტრთან" გატანილი გოლი ალბათ ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვნი იყო.

ჩემი სტილის ფეხბურთელები დღეს იმიტომ კი არ არიან, რომ მათ ნიჭი აკლიათ, უბრალოდ, კლასიკური "ათიანით" იშვიათად თამაშობენ. სასიამოვნოა, რომ იცვლება მწვრთნელების ხედვა და ტაქტიკა, ცვლილებებისთვის თვალის დევნება სასიამოვნოა." გააგრძელეთ კითხვა