"არც კი გაძ­ლევ­დნენ უფ­ლე­ბას, რომ ბავ­შვი გე­ნა­ხა, ხელ­ში აგეყ­ვა­ნა, სა­ხე­ლი და­გერ­ქმია" - აღმოაჩინეს მასობრივი სასაფლაო, სადაც 300-ზე მეტი ახალშობილია დაკრძალული - კვირის პალიტრა

"არც კი გაძ­ლევ­დნენ უფ­ლე­ბას, რომ ბავ­შვი გე­ნა­ხა, ხელ­ში აგეყ­ვა­ნა, სა­ხე­ლი და­გერ­ქმია" - აღმოაჩინეს მასობრივი სასაფლაო, სადაც 300-ზე მეტი ახალშობილია დაკრძალული

ლინ­და და არ­ნოლდ მარ­სდე­ნე­ბი ბრი­ტა­ნეთ­ში რო­ი­ტო­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე, ბა­ლა­ხით და­ფა­რულ ად­გილ­ზე ყვა­ვი­ლებს ალა­გე­ბენ. ქალი დარ­დი­ა­ნია, სა­უ­ბა­რი არ შე­უძ­ლია. აღ­მოჩ­ნდა, რომ წყვილ­მა, რო­მე­ლიც უკვე 70 წელს გა­დას­ცდა, ახ­ლა­ხან მი­აგ­ნო იმ ად­გილს, სა­დაც მათი პა­ტა­რა გო­გო­ნა გა­ნის­ვე­ნებს, რო­მელ­საც წელს 49 წლის იუ­ბი­ლე უნდა ეზე­ი­მა.

ევა 1975 წლის ახა­ლი წლის ღა­მეს, Royal Oldham-ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ბა­და. გო­გო­ნა მშობ­ლე­ბის მე­ო­რე შვი­ლი იყო, მაგ­რამ და­ბა­დე­ბი­დან ორ სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მშობ­ლებს შვი­ლის ჩა­ხუ­ტე­ბის ან დამ­შვი­დო­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცე­მი­ათ.

ევას მშობ­ლე­ბი ახლა იმ ად­გი­ლას დგა­ნან, სა­დაც ბრი­ტა­ნეთ­ში 300-ზე მეტი ჩვი­ლი მა­სობ­რივ საფ­ლავ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

დღეს, ჩვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ მწუ­ხა­რე­ბა­ში გა­ერ­თი­ან­დნენ და გარ­დაც­ვლილ­თან ძვირ­ფა­სი წუ­თე­ბი გა­ა­ტა­რონ. მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის ასე არ იყო. 1950-იანი წლე­ბი­დან 1990-იან წლე­ბამ­დე, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი სწრა­ფად გა­დაჰ­ყავ­დათ და ოჯა­ხებს არ აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ სად იყ­ვნენ ისი­ნი დაკ­რძა­ლულ­ნი. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ბავ­შვე­ბი მა­სობ­რივ საფ­ლა­ვებ­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, რად­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი არ იყ­ვნენ მო­ნათ­ლულ­ნი. გააგრძელეთ კითხვა