"მკვლე­ლი უნდა და­ი­სა­ჯოს... სიკვდილამდე კესარიამ მომწერა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?" - რას ჰყვება ბექა ჯაიანის დედა? - კვირის პალიტრა

"მკვლე­ლი უნდა და­ი­სა­ჯოს... სიკვდილამდე კესარიამ მომწერა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?" - რას ჰყვება ბექა ჯაიანის დედა?

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნის დედა პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს. ამ­ბობს, რომ კე­სა­რი­ას მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ესა­უბ­რა, რა დრო­საც გა­ი­გო, რომ ქალი მის შვილს ცო­ლად მოჰ­ყავ­და.

"ეს იყო დიდი შოკი, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო კე­სა­რი­ას დე­დას და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო. არა­ვის არ უნდა უკ­ლავ­დნენ შვილს. ბო­დიშს ვუხ­დი მას. მე ორი­ვეს ვტი­რი, რო­გორც კე­სოს, ისე ბე­ქას. რაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სი­ცო­ცხლის გა­სა­მარ­თლე­ბა გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი სა­ბუ­თი არ არის. უნდა და­ი­სა­ჯოს მკვლე­ლი. ბე­ქას­გან მიკ­ვირს, რომ ასე­თი სი­სას­ტი­კე ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა მას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.

ბექა 18 სექ­ტემ­ბერს დი­ლით ვნა­ხე, პი­რად დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და. მას სურ­და ბე­ქას რომ ცო­ლად მო­ეყ­ვა­ნა. მომ­წე­რა კე­სა­რი­ამ სიკ­ვდი­ლამ­დე, შენს შვილს ცო­ლად მოვ­ყა­ვა­რო და თა­ნახ­მა ხარო?" - ამ­ბობს ბექა ჯა­ი­ა­ნის დედა "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში. გააგრძელეთ კითხვა

"მე ორივეს ვტირი, როგორც კესოს, ისე ბექას"

"კე­სოს ძა­ლი­ან უნ­დო­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და... ამბობდა, ბექას "უტყდება", რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო..." - რას იხსენებს ინდირა ჯგერნაია მეგობარზე?