"და მე ვთქვი, დიახ" - რა ფოტოებს აქვეყნებს სოფი ლორენის ქართველი სარძლო?
მსოფლიო ვარსკვლავი სოფი ლორენი 90 წლის გახდა. მარიამ შარმანაშვილი კი, რომელიც მსახიობის ვაჟის, კარლო პონტის რჩეულია, ვარსკვლავს იუბილეს ულოცავს. ინსტაგრამზე მარიამმა სოფი ლორენთან ერთად გადაღებული ფოტოების გარდა, გამოაქვეყნა ფოტო ბეჭდით, სადაც წერს: "და მე ვთქვი, დიახ"
ფეისბუქზე კი ერთ-ერთ მომხმარებელი წერს, რომ მარიამის ისტორია კონკიას ისტორიას ჰგავს:
"ნამდვილი კონკიას ისტორია. სოფი ლორენის ქართველი სარძლო მარიამი. ალბათ ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ თუ როგორ გაიცნო მარიამმა ინსტაგრამით კარლო პონტი და როგორ რომანტიულად განვითარდა მოვლენები.