"შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ტრან­სპორ­ტმა ია­როს მტკვარ­ზე, ერთი წერტილიდან მეორეში 5 წუთში მოხვდეს ადამიანი" - იდეა, რომელმაც შეიძლება დედაქალაქში საცობი განტვირთოს - კვირის პალიტრა

"შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ტრან­სპორ­ტმა ია­როს მტკვარ­ზე, ერთი წერტილიდან მეორეში 5 წუთში მოხვდეს ადამიანი" - იდეა, რომელმაც შეიძლება დედაქალაქში საცობი განტვირთოს

მოძ­რა­ო­ბის, "ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძემ რა­დიო "პა­ლიტ­რას“ გა­და­ცე­მა­ში "თქვე­ნი დრო“ თბი­ლის­ში სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლაქს, ტრამ­ვა­ის და­მა­ტე­ბა და მტკვარ­ზე სა­ზო­გა­დობ­რი­ვი ტრან­სპო­ტის მოძ­რა­ო­ბის შექ­მნა, სა­ცო­ბე­ბის გან­ტვირ­თვა­ში ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა.

მისი თქმით, მტკვარ­ზე არის ძვე­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბი, რო­მელ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ან ახ­ლის გა­კე­თე­ბა რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა.

ასე­ვე ჩვე­ნი ერთ-ერთი პრო­ექ­ტია მტკვარ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. მტკვა­რი არის ასათ­ვი­სე­ბე­ლი. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ტრან­სპორ­ტმა ია­როს მტკვარ­ზე. ძვე­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბია, რო­მელ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც და ახ­ლის გა­კე­თე­ბაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რათა უწყვეტ რე­ჟიმ­ში იმოძ­რა­ოს ტრან­სპორ­ტმა და ერთი წერ­ტი­ლი­დან მე­ო­რე­ში 5 წუთ­ში მოხ­ვდეს ადა­მი­ა­ნი... იხილეთ სრულად