რას ამბობს მოძღვარი ჯვრისწერის საიდუმლოზე და შეიძლება თუ არა ჯვარდაუწერელი წყვილის შვილის მონათვლა?
ინტერვიუ მამა ანდრია სარიასთან ჯვრისწერის საიდუმლოზე ჩავწერეთ. რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები რამდენჯერმე იწერენ ჯვარს. ეს თემა თანამედროვე საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები საეკლესიო წესით დაქორწინებას რამდენჯერმე ცდილობენ.
მამა ანდრია გვიზიარებს ეკლესიის სწავლებას, ჯვრისწერის მნიშვნელობასა და იმ პირობას, რომელიც მორწმუნეთა ქორწინებას განსაკუთრებულ სიწმინდეს ანიჭებს.მისი პასუხები არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით, არამედ სულიერი და ზნეობრივი კუთხითაც მნიშვნელოვანია, რადგან ჯვრისწერა მორწმუნეთათვის არა მხოლოდ ფორმალური რიტუალია, არამედ ღრმა, წმინდა და მარადიული კავშირი.
- მამაო, რას ნიშნავს ჯვრისწერის საიდუმლო, რამდენად აუცილებელია დაოჯახებულმა წყვილმა შვილის შეძენამდე ჯვარი დაიწეროს?
სიტყვა "საიდუმლოს" ბევრი მნიშვნელობა აქვს. როდესაც მაცხოვარი მივიდა კანაში და ქორწილი აკურთხა, პავლე მოციქულმა გაიმეორა უფლის სიტყვები რომელიც ადამზე და ევაზე იყო ნათქვამი, თუმცა ოდნავი დამატებით: “ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც… საიდუმლოჲ ესე დიდ არს
რომის სამართალმა გააფართოვა საიდუმლოს მნიშვნელობა და ორ ადამიანს შორის დადებულ ფიცს ხელშეკრულებას საიდუმლო უწოდა, აქიდან იღებს ქორწინების შეთანხმებაც საიდუმლოს სახელს.
ქორწინების საიდუმლოს აქვს ღრმა მნიშვნელობა, რაც ასახავს ქორწინებულთა ურთიერთობას ღმერთთან. ქორწინებაზე მათე მახარებელი წერს, მათი გადაწყვეტილება ერთად ცხოვრების უკვე საიდუმლოებაა და ღმერთი აერთებს მათ, როგორც ადამსა და ევას. იხილეთ სრულად