სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის დაკრძალვაზე მივიდა - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის დაკრძალვაზე მივიდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის დაკ­რძალ­ვა­ზე მი­ვი­და.

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს დღეს, ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, თბი­ლის­ში, ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.