"საერთოდ, ჩემი სტილი არ არის სკანდალური ინფორმაციის "გახეთქვა", მაგრამ..." - რის შესახებ წერს გია ხუხაშვილი?
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:
"საერთოდ, ჩემი სტილი არ არის სკანდალური ინფორმაციის “გახეთქვა”, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს მორალური ფსკერის მორიგ ჩანგრევასთან, ზღვარგადასულ თავხედობასა და უტიფრობასთან:
საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი კობახიძე თხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად.
ამას აკეთებს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში გახლდათ “სატირალში” ჩასული და ისრაელის განადგურებით ფანატიკურად შეპყრობილი ტერორისტების გვერდზე იყო გამოჯგიმული..." - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.