"კესო საქართველოს ისტორიაში დარჩა ყველაზე ლამაზ გოგოდ" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი კესარია აბრამიძეზე?
კესარია აბრამიძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის დასაფლავებაზე იმყოფებოდა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მ ქვეყანაში ტრანსგენდერები ვერ ბერდებიან.
"დღეს ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება და კომენტარია ის, რომ კესო საქართველოს ისტორიაში დარჩა ყველაზე ლამაზ გოგოდ", - აცხადებს ჟორჟოლიანი.
ინფორმაციისთვის, თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.