"კესარიას დაკრძალვაზე ტაქსით მივედი. მძღოლმა მკითხა ახალგაზრდა გარდაიცვალაო? ვუპასუხე კესარია აბრამიძის დაკრძალვაა - მეთქი" - რას წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია?
ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც სასტიკად მოკლული კესარია აბრამიძის დაკრძალვას დაესწრო სოციალურ ქსელში წერს:
"კესარიას დაკრძალვაზე ტაქსით მივედი. მძღოლმა მკითხა ახალგაზრდა გარდაიცვალაო? ვუპასუხე კესარია აბრამიძის დაკრძალვაა მეთქი. გადმომსვა. შევედი, წრე დავარტყი და წამოსვლის დროს, ხალხის ნაკადში თვალი მოვკარი ჩემი მძღოლის დაღონებულ სახეს. ისიც შემოსულა კესარიას გასაცილებლად."