"ამდენი ლანძღვა და ბოდიში ერთად ცხოვრებაში არ მიმიღია..." - რას ამბობს ახალგაზრდა კაცი, რომელიც "ტიკ-ტოკზე" კესარიას მკვლელობაში ბრალდებულს მიამსგავსეს
ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოციალურ ქსელსი ვრცელდება ვიდეო, სადაც მამაკაცი ამბობს, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს მიამსგავსეს.
"ამდენი ლანძღვა და ბოდიში ერთად ცხოვრებაში არ მიმიღია... არ ვარ ბექა ჯაიანი, არაფერი საერთო არ მაქვს იმ ადამიანთან. ერთი სახელი მაქვს საერთო. ნუ მიწერთ ცუდ კომენტარებს..." - ამბობს ახალგაზრდა კაცი.