"მისი დანახვაც არ მინდა... მინდა რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს" - რას ჰყვება კესარია აბრამიძის და? - კვირის პალიტრა

"მისი დანახვაც არ მინდა... მინდა რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს" - რას ჰყვება კესარია აბრამიძის და?

კესარია აბრამიძე დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. უამრავ ადამიანთან ერთად მის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდა. კესარია აბრამიძის და "რუსთავი 2"-თან ბექა ჯაიანზე საუბრობს, რომელიც აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"სულ უნდოდა ჩემ დას წავეყვანე სადმე გადაცემაში, გვესაუბრა ჩვენს დობაზე და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პოზიციაში მიწევს ტელევიზიასთან საუბარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ვერ წარმომედგინა, რომ მას რამე დაემართებოდა.

მისი დანახვაც არ მინდა... მის სახელსაც კი არ ვახსენებ. მე არ მოვწონდი და ყველაზე მეტად მიხარია, რომ არ მოვწონდი. გავიგე, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება და უნდა ვთქვა, რომ არანაირი განცხადება არ გამიკეთებია, არც მისი სიკვდილი მინდა. მინდა რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს" - ამბობს კესარია აბრამიძის და.

შეგახსენებთ, რომ თბი­ლის­ში, ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შეუფარ­და. ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ვიდეო: "რუსთავი 2"