კონსტანტინე მელაძის ყოფილი მეუღლე თბილისს სტუმრობს - რა ვიდეოს აქვეყნებს ვერა ბრეჟნევა?
უკრაინელი მომღერალი ვერა ბრეჟნევა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქართველ კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძეს დაშორდა, თბილისში იმყოფება.
მომღერალი ინსტაგრამის პირად გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, წყვილმა მოსკოვში მდებარე სასახლე დატოვა და იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად.
მოგვიანებით კი ვერა ბრეჟნევამ საბოლოოდ დადასტურა ჭირო და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონსტანტინე მელაძეს 8-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ჭორების თანახმად, წყვილს შორის უთანხმოება პოლიტიკის გამო მოხდა: ვერამ, სავარაუდოდ, მელაძეს მოსთხოვა, რომ საჯაროდ დაეჭირა მხარი უკრაინისთვის, რაზეც კომპოზიტორმა უარი განაცხადა. მიზეზად კი რუსეთში არსებული უძრავი ქონება და ბიზნესი დაასახელა.
წყვილის შესახებ პირველი ოფიციალური კომენტარი რუსულ მედიასთან ვალერი მელაძემ გააკეთა. ჭორი იმის შესახებ, რომ ისინი პოლიტიკის გამო დაშორდნენ, უარყო და სისულელე უწოდა.