"კესარიას დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია" - ბექა ჯაიანის ჩვენების ახალი დეტალები
კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ტრანსგენდერი ქალი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა კესარიას დედისა და დის შეურაცხყოფა არ აპატია...