"სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ველ რიგ­ში, არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა... შვილს ვე­ლო­დით, სა­ო­ცა­რი გან­ცდაა " - რას ჰყვება დეპუტატი პირად ცხოვრებაზე? - კვირის პალიტრა

"სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ველ რიგ­ში, არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა... შვილს ვე­ლო­დით, სა­ო­ცა­რი გან­ცდაა " - რას ჰყვება დეპუტატი პირად ცხოვრებაზე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი 2021 წელს და­ო­ჯახ­და. დე­პუ­ტა­ტის რჩე­უ­ლი თი­ნა­თინ მგე­ლა­ძეა. თი­ნა­თი­ნი წლე­ბის მან­ძილ­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და.

რა­ტის და თი­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია რამ­დე­ნი­მე წელს ით­ვლის. წყვილ­მა ჯვა­რი ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა. რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ.

დე­პუ­ტატ­მა "ნო­ეს­თან" სტუმ­რო­ბი­სას მე­უღ­ლეს­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვიც გა­უ­ზი­ა­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ წყვი­ლი მალე შვილს ელო­დე­ბა.

"მოხ­და ისე, რომ საქ­მე გვა­კავ­ში­რებს. ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვით. არის კავ­შირ­ში პა­რას­პორტთა­ნაც. სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის გახ­სნა­ზე მოხ­და ჩვე­ნი გაც­ნო­ბა, მაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ დიდი ხნით ადრე გა­ვი­ცა­ნი. თინა მე­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა, ერთი შე­ხედ­ვით, რო­მან­ტი­კუ­ლი არ ყო­ფი­ლა, არც მე ვარ რო­მან­ტი­კუ­ლი, უფრო რე­ა­ლის­ტი ვარ. ჩემი აზ­რით, სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ველ რიგ­ში, არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. როცა ოჯახს ქმნი, დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებ.

გააგრძელეთ კითხვა