"ელენემ ეს სა­სახ­ლე ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბელ მი­წის­ქვე­შა ხე­ლო­ვან­თა სივ­რცედ აქ­ცია" - ცნობილი მოდელის ცხოვრება ირაკლი კვირიკაძესთან დაშორების შემდეგ - კვირის პალიტრა

"ელენემ ეს სა­სახ­ლე ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბელ მი­წის­ქვე­შა ხე­ლო­ვან­თა სივ­რცედ აქ­ცია" - ცნობილი მოდელის ცხოვრება ირაკლი კვირიკაძესთან დაშორების შემდეგ

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე და ელე­ნე მა­ხა­რაშ­ვი­ლი და­შორ­დნენ. წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ წყვი­ლი დიდი ხა­ნია, რაც ერ­თად აღარ არის. ელე­ნეს წაშ­ლი­ლი აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ირაკ­ლის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.

მა­ხა­რაშ­ვილ­მა და კვი­რი­კა­ძემ 2018 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ნიუ იორკში იქორ­წი­ნეს. სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბა­ზე წყვი­ლის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბილ­ნი, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ.

screenshot-2024-09-23-130050-1727082169.png

ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა „მძევ­ლებ­ში“ გეგა კო­ბა­ხი­ძის როლი ითა­მა­შა. ბოლო ერთი წე­ლია კი სე­რი­ალ "ცვა­ლე­ბად ნიშ­ნებ­ში" გა­და­ი­ღეს. კვი­რი­კა­ძე ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნე­ბის გულ­თამ­პყრობ­ლად იქცა.ელე­ნე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და იქ მოღ­ვა­წე­ობს, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით.

2023 წლის მა­ის­ში ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge-ს უყ­ვე­ბო­და:

"ღვი­ნის კე­თე­ბამ გა­მი­ტა­ცა. ბოლო პე­რი­ოდ­ში კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ღვი­ნის კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე. ახლა მინ­და, ნელ-ნელა პრაქ­ტი­კა­ზე გა­და­ვი­დე და ეს საქ­მე მსა­ხი­ო­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ვა­კე­თო. ელე­ნე, ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტუ­ლი და ჭკვი­ა­ნი გო­გოა, მა­საც აგ­რო­ნო­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა აინ­ტე­რე­სებს. ამე­რი­კა­ში ფერ­მა­ში იყო წა­სუ­ლი და კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა. იდეა გვაქვს, აგ­რო­ნო­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მა­ვალ­ში ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ.“

screenshot-2024-09-23-130403-1727082263.png

ელე­ნე მა­ხა­რაშ­ვი­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია მათ შო­რის, ვინც უცხო­ეთ­ში წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა. კა­რი­ე­რა თბი­ლის­ში, ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­ა­გენ­ტო Look Models-ში და­ი­წყო. მალე აზი­ის ქვეყ­ნებ­ში გა­ემ­გზავ­რა, შემ­დეგ კი სა­მუ­შა­ოდ პა­რიზ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ლან­ში წა­ვი­და. ამ­ჟა­მად ელე­ნე ნიუ-იორკში, სა­ა­გენ­ტო Next Models-ის კონ­ტრაქ­ტო­რია.

a62558-big-1727082279.jpg

„პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ Le Figaro - ში და­ი­ბეჭ­და ჩემი ფოტო, რის გა­მოც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო, ბევ­რი მო­დე­ლი იღებ­და ქას­თინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, მათ­გან მე თუ შე­მარ­ჩევ­დნენ, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე მოხ­და. ამის შემ­დეგ კი იყო „Vogue”, „Elle,” – ამ­ბობ­და მო­დე­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. გააგრძელეთ კითხვა