როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23-25 სექტემბერს?! - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23-25 სექტემბერს?! - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, ზოგან შესაძლოა ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე შტორმიც დაფიქსირდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"