რატომ შეხვდა გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილს?!
პარტიაში „გახარია - საქართველოსთვის“ ადასტურებენ, რომ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს პრეზიდენტს შეხვდა.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, გახარია პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ შეუერთდა.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ორბელიანის სასახლეში რამდენიმე საათის წინ იმყოფებოდა.
"ინტერპრესნიუსი"