მახათას მთა, გელათი, ფასეულობითი განათლება - "საზოგადოება ივერიისას" პროექტები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ - კვირის პალიტრა

მახათას მთა, გელათი, ფასეულობითი განათლება - "საზოგადოება ივერიისას" პროექტები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

მა­ხ­ა­თას მთა­ზე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხელ­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით და­ი­წყო საქ­მი­ა­ნო­ბა „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სამ“, რო­მე­ლიც 2010 წელს მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ფუძნ­და და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ერ­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ გვერ­დით უდ­გა­ნან სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლია ქტი­ტორ­თა სა­თათ­ბი­რო, რომ­ლის წევ­რე­ბიც არი­ან: ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, ლია სტუ­რუა, ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ზაზა აბა­ში­ძე, ნინო ქა­ჯა­ია, გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი, ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი, კოტე ჯან­დი­ე­რი, რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლი, ეკა კვა­ჭან­ტი­რა­ძე, ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი. საბ­ჭოს ორი წევ­რი - გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი და ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი სამ­წუ­ხა­როდ დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის.

მა­ხ­ა­თას მთის ტა­ძა­რი და კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი

მა­ხ­ა­თას მთა­ზე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხელ­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა გა­ი­ღო 100,000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი 2010 - 2022 წლებ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლია 26.674.329.50 ლარი, რაც მშე­ნებ­ლო­ბას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ინ­ფორ­მა­ციო უზ­რუნ­ველ­ყო­ფას მოხ­მარ­და.

ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი 2019 წლის მა­ის­ში ამოქ­მედ­და, თუმ­ცა ეს პრო­ექ­ტი მხო­ლოდ ტა­ძარს არ მო­ი­ცავს. მისი მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბაა, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბას. აქ უნდა შე­იქ­მნას ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მის წარ­მო­ჩე­ნას­თან ერ­თად გახ­დე­ბა მისი სა­მეც­ნი­ე­რო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ცენ­ტრი.

ამ დრო­ის­თვის უკვე შექ­მნი­ლია ცენ­ტრის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა ლუიშ ტა­ვა­რეს პე­რე­ი­რამ შექ­მნა. „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სამ“ სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის შექ­მნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ახა­ლი ცენ­ტრის და­ფი­ნან­სე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის სა­კი­თხე­ბის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან შე­თან­ხმე­ბით, „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ ჩა­ერ­თო ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის დაც­ვი­სა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ის უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­გან­ძუ­რის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

2-52124-1727089509.jpg

გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ ჩარ­თუ­ლია გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გრძელ­ვა­დი­ან პრო­ცეს­ში. მათი ჩარ­თუ­ლო­ბა ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს თხოვ­ნით მოხ­და. „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია გე­ლა­თის არ­სი­სა და მისი გა­აზ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე შე­ი­მუ­შა­ოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი. ის, ასე­ვე, აფი­ნან­სებს ფრან­გი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­წყე­ბულ გე­ლა­თის ახალ გე­ნე­რა­ლურ გეგ­მას, რო­მელ­მაც უნდა ასა­ხოს მისი ძი­რი­თა­დი არსი და წარ­მო­ად­გი­ნოს მისი ფუნ­ქცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

ხელ­ნა­წე­რე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ თა­ნამ­შრომ­ლობს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრთან მის კო­ლექ­ცი­ა­ში და­ცუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის უკეთ დაც­ვი­სა და წარ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით. მისი მხარ­და­ჭე­რით ფი­ნანსდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის სა­გა­მო­ფე­ნო ვიტ­რი­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა, რო­მელ­შიც ხელ­ნა­წე­რე­ბი გა­მო­ი­ფი­ნე­ბა. ასე­ვე მზად­დე­ბა პუბ­ლი­კა­ცია, რო­მელ­შიც მა­ღალ­პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში და­ცუ­ლი 100 სა­უ­კე­თე­სო ხელ­ნა­წე­რი.

ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სი

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო წრე­ებ­ში ამ ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, ის­ტო­რი­კო­სე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი, თე­ო­ლო­გე­ბი ამუ­შა­ვე­ბენ კულ­ტუ­რულ და რე­ლი­გი­ურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს, სწავ­ლო­ბენ მათ მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, რო­გორც წარ­სულ­ში ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბებ­ში იკ­ვლე­ვენ ეროვ­ნუ­ლი და ზო­გადსა­კა­ცობ­რიო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელ თუ გან­მას­ხვა­ვე­ბელ ნიშ­ნებს. მი­ღე­ბუ­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე კი შექ­მნი­ლია სა­ლექ­ციო კურ­სი, რო­მე­ლიც 2010 წლი­დან დღემ­დე 5,000-მდე ადა­მი­ან­მა მო­ის­მი­ნა.

ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა - ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი სკო­ლა

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ ჩარ­თუ­ლია ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი სკო­ლის ბა­ზა­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ახა­ლი საგ­ნის, „დი­ა­ლო­გე­ბის“ სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბა­ში. ის პლა­ტო­ნის დი­ა­ლო­გე­ბის ანა­ლო­გი­ით შე­იქ­მნა და ბავ­შვებს სხვა­დას­ხვა კლას­ში აზ­როვ­ნე­ბის სა­ფუძ­ვლებს ას­წავ­ლის.

ჟურ­ნა­ლი „გული გო­ნი­ე­რი“

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ი­ცე­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჟურ­ნა­ლი „გული გო­ნი­ე­რი“. ის რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­მო­ი­ცე­მა, თუმ­ცა ახ­ლა­ხან გა­ნახ­ლდა მისი ფორ­მა­ტი და თე­მა­ტი­კა. ამ­ჟა­მად ჟურ­ნა­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რივ და იდენ­ტო­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა.

3-52162-1727089509.jpg

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­აზ­რე­ბა

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მოვ­ლა და გა­აზ­რე­ბა, მისი ემო­ცი­უ­რი აღ­ქმი­დან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. ამ მიზ­ნით „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მხარ­და­ჭე­რით და­ი­ბეჭ­და ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნაშ­რო­მი: „შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­გან­ძუ­რი“ (შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი) და „აფხა­ზე­თი“ (სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ძეგ­ლე­ბის მი­ხედ­ვით). ნაშ­რო­მე­ბი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია, მათი ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ვებგ­ვერ­დზე, ჩა­მოტვირ­თოთ და გა­ეც­ნოთ.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ მის მიერ უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თუ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქვეყ­ნი­სა და ერის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს საქ­მე­ში ჩა­ერ­თონ ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­ღე­ბით.

4-52198-1727089743.jpg