"პირად საუბარს ვყვები...კესოს მეგობარმა (ტრანსგენდერმა) მომიყვა..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"პირად საუბარს ვყვები...კესოს მეგობარმა (ტრანსგენდერმა) მომიყვა..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

"პირად საუბარს ვყვები და ამიტომ ვმალავ ვინაობას, კესოს მეგობარმა (ტრანსგენდერმა) მომიყვა, რომ ასაკოვანი მეზობელი კაცი არასოდეს ესალმებოდა და ყოველთვის ღიად გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას.გუშინ, დაკრძალვის მერე სახლში რომ დაბრუნდა, ეს კაცი დახვდა სადარბაზოში და უთხრა, “არ შეგეშინდეს, შენ თუ რამე მსგავსი დაგემუქრება, იცოდე აქ ვარ. “კესომ მართლა გაარღვია მგონი ეს ბნელი კედელი. სიკვდილითაც გაიმარჯვა ჰომოფობიაზე," - წერს ჟურნალისტი.