"საშინელი დანაშაულის გრძნობა მაქვს..." - ლელა წურწუმიას ემოციური მონოლოგი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე
მომღერალი და ტელეწამყვანი ლელა წურწუმია თავის საავტორო გადაცემის ეთერიდან ემოციური მონოლოგით ეხმაურება კესარია აბრამიძის მკვლელობას.
ინფორმაციისთვის, თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.