17 წლის ქართველი ვუნდერკინდი ვახტანგ სალია "პრემიერ ლიგაში" მიდის? - კვირის პალიტრა

17 წლის ქართველი ვუნდერკინდი ვახტანგ სალია "პრემიერ ლიგაში" მიდის?

თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ახალ­გაზ­რდა ფორ­ვარ­დი ვახ­ტანგ სა­ლია "ნი­უ­კასლში" გა­და­დის, - ამის თა­ო­ბა­ზე ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ლე­ლოს" ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" 17 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის "პრე­მი­ერ ლი­გის" კლუბ­ში გა­დას­ვლა.

"შე­ვი­ტყვეთ, რომ კონ­ტრაქ­ტი ხან­გრძლივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გარ­და ამი­სა, მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, სა­ლია ერთი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ "დი­ნა­მო­ში" დარ­ჩე­ბა და ამის შემ­დეგ შე­უ­ერ­თდე­ბა "ნი­უ­კასლს".

ცხა­დია, და­ვინ­ტე­რეს­დით, ხომ არ იქ­ნე­ბა სა­ლი­ას ტრანსფე­რის შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლის­შემ­შლე­ლი ის გა­რე­მო­ე­ბა (მკაც­რი ინ­გლი­სუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით), რომ მას არ უთა­მა­შია ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში, მაგ­რამ გვი­თხრეს, რომ ეს თემა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია.

ინ­გლი­სუ­რი კლუ­ბი ახალ­გაზ­რდა ფორ­ვარ­დზე ძა­ლი­ან დიდ იმედს ამ­ყა­რებს. "ნი­უ­კას­ლი" გვა­რი­ა­ნად გაძ­ლი­ერ­და მას შემ­დეგ, რაც კლუბ­ში ახა­ლი და ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტო­რი მი­ვი­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

აქამ­დე, ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ­თა­გან " ჯორ­დე­ბის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თე­მურ ქეც­ბა­ი­ას და ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვილს უთა­მა­ში­ათ. ცოტა ხნის წინ იყო ლა­პა­რა­კი "ნი­უ­კასლში" გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის ტრანსფერ­ზეც, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ის "ლი­ვერ­პულ­მა" და­ი­ბე­ვა. იხილეთ სრულად