შეარჩიეთ ნათურები მოდუსთან ერთად - კვირის პალიტრა

შეარჩიეთ ნათურები მოდუსთან ერთად

სწორად შერჩეულ ნათურაზეა დამოკიდებული საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეში ადეკვატური განათება და ამასთან ეკონომიურობაც. ამისათვის გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, ესენია: სიკაშკაშე, ფერის ტემპერატურა, ენერგოეფექტურობა, ფასი და ექსპლუატაციის ვადა. ამ სტატიაში განვიხილოთ თითოეული მათგანი.

კელვინი, ლუმენი და ვატი

კელვინი (K) – ფერის ტემპერატურაკელვინის შკალა გვიჩვენებს სინათლის სხივის ფერის ტემპერატურას. რაც უფრო დაბალია მაჩვენებელი, მით უფრო თბილი ფერის სინათლეს ასხივებს ნათურა.

2000K-3000K: თბილი განათება კარგი არჩევანია მყუდრო გარემოს შესაქმნელად, ძირითადად გამოიყენება საძინებელსა და მისაღებ ოთახებში.4000K: ნეიტრალური განათებას ძირითადად შეხვდებით სამზარეულოსა და სააბაზანოში.5000K-7000K: ცივი ანუ დღის სინათლესავით ღია განათება ძირითადად გამოიყენება სამუშაო სივრცეებში, სახელოსნოებში, ფარეხებში, გარე განათებებზე და სხვა ისეთ ადგილებში სადაც კარგი ხილვადობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ლუმენი (lm) – სიკაშკაშელუმენი არის ნათურის სიკაშკაშის მაჩვენებელი. რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უფრო ძლიერად ანათებს ნათურა.

450-800 ლუმენი: გამოიყენება პატარა ზომის ოთახის გასანათებლად.800-1600 ლუმენი: კარგი არჩევანია ოფისისთვის, სამზარეულოსთვის, სახელოსნოსთვის და ყველა ისეთი სივრცისათვის სადაც კარგი ხილვადობა აუცილებელია.1600+ ლუმენი: გამოიყენება ყველაზე კაშკაშა ადგილებისა და გარე განათებისთვის.

ვატი (W) – ელექტრო ენერგიის მოხმარებავატი არის სიმძლავრის საზომი, რაც უფრო მაღალია მისი მაჩვენებელი, მით უფრო მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარს ნათურა. თუმცა არ უნდა გვეგონოს რომ მაღალ ვატიანი ნათურით უფრო კაშკაშა ნათებას მივიღებთ. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მოხმარებული ელექტრო ენერგია იკლებს, სარგებელი კი იმატებს, ასეა ნათურებშიც. მაგალითად თანამედროვე 8 ვატიანი ლედ ნათურით იგივე სიკაშკაშეს ვიღებთ, რასაც 60 ვატიანი ჩვეულებრივი - ვოლფრამის ნათურით ვიღებდით.

LED და ვოლფრამის ნათურები

აქ განვიხილოთ LED ნათურის ზოგადი უპირატესობები შედარებით მოძველებული ტექნოლოგიით დამზადებული ვოლფრამის ნათურასთან შედარებით, რომლებსაც გაუგებარი მიზეზებით დღესაც ხშირად მოვიხმართ.

ვოლფრამის ნათურა: ასეთი ნათურები LED-სგან განსხვავებით ბევრად მეტ ენერგიას მოიხმარს. მისი სიცოცხლისუნარიანობა 1000-2000 საათია. კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ის გახლავთ რომ ვოლფრამის ნათურა ძალია ცხელდება, რაც ზაფხულში უარყოფითად მოქმედებს ოთახის ტემპერატურაზე.

ლედ ნათურა: თავდაპირველად როცა საქართველოს ბაზარზე ლედ ნათურები გამოჩნდა, მას ეკონომ ნათურას ეძახდნენ, დღესაც კი ხშირად მოისმენთ ამ სახელს. ლედ ნათურა ჩვეულებრივ ნათურასთან შესდარებით 85%-ით ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, მისი სიცოცხლისუნარიანობა კი არის საშუალოდ 15000-20000 საათი. ის ჩვეულებრივისგან განსხვავებით თითქმის არ ცხელდება, რაც ხდის მას შედარებით უსაფრთხოს და კომფორტულს. არ არის მსხვევადი, რადგან ხშირ შემთხვევაში მინის ნაცვლად პლასტიკური მასალით არის დამზადებული. ვოლფრამის ნათურის ერთადერთი უპირატესობა ლედთან შედარებით არის ფასი, ის 2-3-ჯერ იაფი ღირს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ლედ ნათურის სიცოცხლისუნარიანობა მინიმუმ 10-ჯერ აღემატება ჩვეულებრივს, ელექტრო ენერგიას კი 7-ჯერ ნაკლებს მოიხმარს, გამოდის რომ პირიქით - ლედ ნათურების გამოყენება ბევრად იაფი ჯდება საბოლოო ჯამში. ამას ემატება ისიც, რომ მოდუსში Panasonic-ის ნათურებზე მოქმედებს 2 წლიანი გარანტია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის შევადაროთ პანასონიკის 14 ვატიანი LED ნათურა და ვოლფრამის 100 ვატიანი ნათურა.

screenshot-2024-09-24-101505-1727158576.png

გამოდის რომ ვოლფრამთან შედარებით, LED ნათურების გამოყენება მინიმუმ 5-ჯერ უფრო იაფი გვიჯდება, გვაქვს 2 წლიანი გარანტია და ფერის ტემპერატურის არჩევანი.

შეჯამება

ამრიგად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ განათება დიდ როლს თამაშობს სამუშაო ან მყუდრო გარემოს შესაქმნელად, ასევე ვიცით რა ფაქტორები გავითვალისწინოთ ნათურის შესარჩევად. მოდუსი გთავაზობთ იაპონური ბრენდი Panasonic-ის პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს 2 წლიანი გარანტიით. აშენეთ მომავალი დღეს, სწორად შერჩეული ნათურებით განათებულ სივრცეებში.

(R)