29 სექ­ტემ­ბრი­დან დე­და­მი­წას­თან ახა­ლი, დრო­ე­ბი­თი თა­ნამ­გზავ­რი - მინი მთვა­რე გა­მოჩ­ნდე­ბა - როგორ ხსნიან ამ მოვლენას ასტრონომები? - კვირის პალიტრა

29 სექ­ტემ­ბრი­დან დე­და­მი­წას­თან ახა­ლი, დრო­ე­ბი­თი თა­ნამ­გზავ­რი - მინი მთვა­რე გა­მოჩ­ნდე­ბა - როგორ ხსნიან ამ მოვლენას ასტრონომები?

29 სექ­ტემ­ბრი­დან დე­და­მი­წას­თან ახა­ლი, დრო­ე­ბი­თი თა­ნამ­გზავ­რი - მინი მთვა­რე გა­მოჩ­ნდე­ბა. ეს იქ­ნე­ბა, ას­ტე­რო­ი­დი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ში მალე შე­მო­ვა და ორ თვეს გა­ა­ტა­რებს. რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მისი მი­სია დე­და­მი­წის გრა­ვი­ტა­ცი­ის დრო­ე­ბით და­ბა­ლან­სე­ბაა.

მკვლევ­რე­ბის თქმით, მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ტე­ლეს­კო­პის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვერ და­ი­ნა­ხავთ.

NASA-ს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა პა­წა­წი­ნა ას­ტე­რო­ი­დი, რო­მელ­საც 2024 PT5 უწო­დეს, 7 აგ­ვის­ტოს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ას­ტე­რო­ი­დი მო­ვი­და “არ­ჯუ­ნას“ ას­ტე­რო­იდ­თა სარ­ტყლი­დან. ის დე­და­მი­წის ორ­ბი­ტას 29 სექ­ტემ­ბერს შე­უ­ერ­თდე­ბა და 25 ნო­ემ­ბერს და­ტო­ვებს.

ას­ტე­რო­ი­დი 2024 PT5 და­ახ­ლო­ე­ბით ავ­ტო­ბუ­სის ზო­მი­საა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მინი მთვა­რე დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე მხო­ლოდ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა, ის პლა­ნე­ტას­თან სი­ახ­ლო­ვეს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა. იხილეთ სრულად