"როდესაც ბოლოს მოვიკითხე, ალბათ, გარდაცვალებამდე 20 წუთით ადრე, ვისაუბრეთ, ვკითხე, მიშო, ხომ კომფორტულად გრძნობ თავს?" - რას იხსენებს საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლე? - კვირის პალიტრა

"როდესაც ბოლოს მოვიკითხე, ალბათ, გარდაცვალებამდე 20 წუთით ადრე, ვისაუბრეთ, ვკითხე, მიშო, ხომ კომფორტულად გრძნობ თავს?" - რას იხსენებს საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლე?

2023 წლის 7 თებერვალს, სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს გარდაცვლილი ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალის“ ნომინაციის „სარისკო კადრის“ გამარჯვებული გახდა.

"იმედის კვირის“ გადაცემის ოპერატორს, გადაცემამ მიუძღვნა ვრცელი, ემოციური სიუჟეტი, რომელშიც მიშო ბიძინაშვილის მეუღლე, მეგობრები და კოლეგები მის შესახებ საუბრობენ და მიშოსთან ბოლო საუბარს იხსენებენ:

„აფრინდა და ზღვის ხედი გამომიგზავნა, მერე ღრუბლებიდან… როდესაც ბოლოს მოვიკითხე, ალბათ, გარდაცვალებამდე 20 წუთით ადრე, ვისაუბრეთ, ვკითხე, მიშო, ხომ კომფორტულად გრძნობ თავს? როგორ ხარ? „კარგად ვარ, ნინ, ღრუბლებში ვარ“ – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები“, – ამბობს მიშო ბიძინაშვილის მეუღლე.