"აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნებს სი­ნამ­დვი­ლე­ში მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა სის­ხლის ჯგუ­ფის სის­ტე­მა გა­აჩ­ნი­ათ" - 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია - მეცნიერებმა სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

"აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნებს სი­ნამ­დვი­ლე­ში მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა სის­ხლის ჯგუ­ფის სის­ტე­მა გა­აჩ­ნი­ათ" - 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია - მეცნიერებმა სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

1972 წელს ორ­სუ­ლი ქა­ლის სის­ხლის ნი­მუ­შის აღე­ბი­სას ექი­მებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მას­ში სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და მო­ლე­კუ­ლა, რო­მე­ლიც იმ დროს სის­ხლის ყვე­ლა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ჯგუ­ფის შე­მად­გე­ნელ ერით­რო­ცი­ტში გვხვდე­ბო­და.

50 წლის შემ­დეგ, ამ უც­ნა­ურ­მა აღ­მო­ჩე­ნამ ბრი­ტა­ნე­ლი და ის­რა­ე­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი აი­ძუ­ლა, ადა­მი­ა­ნებ­ში სის­ხლის ჯგუ­ფის ახა­ლი სის­ტე­მა აღე­წე­რათ.

"ეს დიდი მიღ­წე­ვაა და მრა­ვალ­წლი­ა­ნი გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის კულ­მი­ნა­ცია, რომ შევ­ძე­ლით იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ ჯგუ­ფის სის­ხლს ატა­რე­ბენ, მკურ­ნა­ლო­ბის მათ­თვის მორ­გე­ბუ­ლი მე­თო­დი შევ­თა­ვა­ზოთ", - ამ­ბობს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ჰე­მა­ტო­ლო­გი ლუ­ი­ზა ტილი, რო­მე­ლიც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დად იკ­ვლევ­და ამ იშ­ვი­ათ მოვ­ლე­ნას.

screenshot-2024-09-25-121740-1727252392.png

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ABO სის­ხლის ჯგუ­ფე­ბი­სა და რე­ზუს-ფაქ­ტო­რის შე­სა­ხებ უფრო მეტი ვი­ცით, აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნებს სი­ნამ­დვი­ლე­ში მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა სის­ხლის ჯგუ­ფის სის­ტე­მა გა­აჩ­ნი­ათ, რომ­ლე­ბიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია უჯრე­დის ზე­და­პი­რის პრო­ტე­ი­ნებ­სა და შაქ­რის ფარ­თო სპექტრზე, რომ­ლე­ბიც ჩვენს სის­ხლის უჯრე­დებს ფა­რავს.

ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი ამ ან­ტი­გენ მო­ლე­კუ­ლებს, სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბე­ბის გარ­და, იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის მარ­კე­რე­ბად იყე­ნებს, რათა "სა­კუ­თა­რი" გა­ნას­ხვა­ვოს პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ზი­ა­ნო "სხვის­გან.“

სის­ხლის პლაზ­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ამო­იც­ნო­ბენ უცხო ან­ტი­გენ მარ­კე­რებს დათუ ეს მარ­კე­რე­ბი სის­ხლის გა­დას­ხმის დროს არ ემ­თხვე­ვა, შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს. გააგრძელეთ კითხვა