სკანდალური ინფორმაცია - დონალდ ტრამპის მკვლელობას ირანი ცდილობს?! - კვირის პალიტრა

სკანდალური ინფორმაცია - დონალდ ტრამპის მკვლელობას ირანი ცდილობს?!

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს ირანის მხრიდან მისი მოკვლის მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის კომუნიკაციების დირექტორი, სტივენ ჩუნგი ავრცელებს.

„დღეს, პრეზიდენტ ტრამპს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა ირანის მხრიდან, აშშ-ში დესტაბილიზაციისა და ქაოსის დათესვის მიზნით, მისი მოკვლის კონკრეტული და სარწმუნო მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის მხრიდან მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

„ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. აშშ-ის შეიარაღებული ძალები უყურებს და ელოდება. ირანმა ნაბიჯები უკვე გადადგა, რომელთაგან არაფერი გამოვიდა, მაგრამ ისინი კვლავ ეცდებიან. ახლა იმაზე მეტი იარაღითა და ადამიანით ვარ გარშემორტყმული, ვიდრე ოდესმე მინახავს“, - წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"