გადადგა თუ არა დავით ზალკალიანი ამერიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან?! - რას აცხადებენ საგარეო უწყებაში - კვირის პალიტრა

გადადგა თუ არა დავით ზალკალიანი ამერიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან?! - რას აცხადებენ საგარეო უწყებაში

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ინფორმაცია დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"