რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს - ვინ გადაეკიდა სლოვაკეთის პრემიერს?! - კვირის პალიტრა

რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს - ვინ გადაეკიდა სლოვაკეთის პრემიერს?!

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კონვერტზე, რომელშიც ტყვია იყო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მისამართი იყო მითითებული და მთავრობის ადმინისტრაციას დღეს გადაეცა“, - აცხადებს სლოვაკეთის მთავრობის პრესსამსახური.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კონვერტში ტყვია დილით, ფოსტის შემოწმებისას იპოვეს.

სამართალდამცავებმა კონვერტის გამგზავნის ვინაობა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.

შეგახსენებთ, 15 მაისს შეიარაღებულმა მამაკაცმა რობერტ ფიცოს 5-ჯერ ესროლა, როდესაც ის ქალაქ ჰენდლოვაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. მან მრავლობითი ჭრილობები მიიღო და ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

"ინტერპრესნიუსი"