"ძებნილი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის გაეროში მიწვევით დასტურდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ - არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ხალხს, რომელსაც შეეხო რეპრესიული რეჟიმი"
ძებნილი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის გაეროში მიწვევით დასტურდება მიმწვევი მხარის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად გაეროში იმყოფება“.
"როდესაც ძებნილ კრიმინალს გაეროში მიიწვევ, როგორც ჩანს, გაინტერესებს ამ ადამიანის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხებისადმი და ასეთი კრიმინალის აზრების მოსმენა თუ აინტერესებთ გაეროში კონკრეტულ პირებს, ვინც ეს ადამიანი მიიწვია, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიმართ. სამწუხაროა ეს ყველაფერი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ქართველ ხალხს, რომელსაც შეეხო ის რეპრესიული რეჟიმი, რომელსაც წარმოადგენდა მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, "იმედის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი შეერთებულ შტატებში იმყოფება და ოფიციალურ შეხვედრებსა და სხდომებში იღებს მონაწილეობას. მათივე ცნობით, ადეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაშია.