ქართველი ფეხბურთელების საყვარელი საკვები - ვინ რომელ კერძს ანიჭებს უპირატესობას?
საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების პოპულარობა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. შესაბამისად, მათ შესახებ ყველაფერი გვაინტერესებს. ამჯერად მოგიყვებით, მათი საყვარელი კერძების შესახებ. ცნობილია, რომ სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი სპორტსმენები შესაბამისი რაციონით იკვებებიან. მათი დიდი ნაწილი, წარმატებისთვის არაერთ საყვარელ საკვებზე ამბობს უარს. მაგალითად, დესერტზე, გაზიან სასმელებზე და ა.შ.
ნაკრების შეფმზარეულმა კონსტანტინე თედელურმა ამ ცოტა ხნის წინ ილაპარაკა იმ კერძებზე, რისი ჭამაც ჩვენს ბიჭებს ნებადართული აქვთ და ასევე უყვართ.
"სტეიკი უყვართ, ასევე ორაგული. პასტასაც ხშირად მიირთმევენ. დესერტი ყველას უყვარს, თუმცა არავის ეჭმევა, ამიტომაც მატჩის დღეს, თამაშის მერე თუ აძლევენ უფლებას ცოტაოდენი ნამცხვარი მიირთვან. სასმელიდან დილით შეუძლიათ დალიონ ხილის ნატურალური წვენი, დღის შემდეგ კვებაზე ესეც აკრძალულია. ჩაი და ყავა შეუძლიათ მიირთვან მთელი დღის განმავლობაში როცა მოისურვებენ, ასევე თხილეულობა და ჩირეულობაც".
ცნობილია, რომ ბუდუ ზივზივაძეს განსაკუთრებულად უყვარს შოკოლადი, თუმცა ერთა ლიგის გაზაფხულის მატჩებისთვის სამზადისისას, ისეთი მოტივირებული იყო, საყვარელი ტკბილეული 5 თვის განმავლობაში არ უჭამია.
გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ მისი საყვარელი კერძი ხინკალია.
გამოცემა Lessentiel-თან ინტერვიუში ყველასთვის საამაყო ბომბარდირი აცხადებს: "ხანდახან, როცა რეცეპტები ძალიან რთულია, ტელეფონზე დედას ვურეკავ, რომელიც შესანიშნავი მზარეულია. მას განსაკუთრებით კარგად ქართული კერძები გამოსდის. ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალია. ეს არის ხორცის კერძი, რომელსაც მიკეთებს ხოლმე, როდესაც სახლში მივდივარ“.
"ერთადერთი, რაზეც პიცას გავცვლიდი, ეს არის ხაჭაპური და ხინკალი, ასევე სხვა ქართული კერძები..." - ამბობს "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ მედიასთან. იხილეთ სრულად