"კორპორატიული ღონისძიება კონკრეტული პრობლემის მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს" - ინტერვიუ RemBow Events-ის დამფუძნებელთან
ერთ კორპორაციულ ღონისძიებას შეუძლია, ორგანიზაციას გარდამტეხი ცვლილებების შეტანაში დაეხმაროს, იქნება თანამშრომლების ერთმანეთთან დააახლოება თუ ახალი პროდუქტის ან სერვისის დანერგვა. სწორედ ამიტომ, ასეთი საღამოების ორგანიზება ინოვაციურობას, დეტალებზე ორიენტირებულობასა და რელევანტურობას მოითხოვს, რაც როგორც ქართულ, ისე უკვე უცხოურ ბაზრებზე ივენთკომპანია რემბოუ/ RemBow-ს მთავარი ნიშაა.
ივენთკომპანია რემბოუ, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზებაში თითქმის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, კომპანიებს სწორედ აღნიშნული ამოცანების შესრულებაში ეხმარება. თითოეული ღონისძიება, იქნება ეს გალა ვახშამი, თიმბილდინგი, ნეთვორქინგი თუ თემატური საღამოები ორიენტირებულია შედეგებზე, რომელიც ორგანიზაციას განვითარებაში უწყობს ხელს.
RemBow-ს დამფუძნებელი განმარტავს, რომ ღონისძიება უნდა დაიგეგმოს არა მხოლოდ თანამშრომელთა გახალისებისა და გართობის მიზნით, არამედ სხვადასხვა გამოწვევის დაძლევასა და პრობლემის მოგვარებაში. უფრო დეტალურად, რა მეთოდებს იყენებენ ამისთვის და რა პროცესთან არის დაკავშირებული კორპორატიული ღონისძიების დაგეგმვა, RemBow-ს დამფუძნებელი ლევან მდინარაძე საუბრობს:
● როგორ გახდა კორპორატიული ღონისძიება კომპანიებისთვის გამოწვევის დაძლევის შესაძლებლობა და რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს ის?
ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ვმუშაობთ მხოლოდ იმგვარ ღონისძიებებზე, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ამისათვის დამკვეთს ვავსებინებთ კითხვარს, ვეცნობით კომპანიის კორპორატიულ კულტურას, მის თანამშრომლებს და არსებული გამოწვევებისა და თანამშრომლების ინტერესების მიხედვით ვიწყებთ ღონისძიების ორგანიზებაზე ზრუნვას.
კორპორატიული ღონისძიება შეიძლება, სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს. მაგალითად, კოვიდპანდემიის დასრულების შემდეგ გვქონდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა კომპანიამ თანამშრომელთა რაოდენობა გაზარდა და მათი ერთმანეთთან ინტეგრაცია სურდა, თუმცა გარკვეულ გამოწვევებს აწყდებოდა, რადგან გუნდის ნაწილი ისევ ონლაინრეჟიმში მუშაობდა.
კორპორატიული ღონისძიება შეიძლება, სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს. მაგალითად, კოვიდპანდემიის დასრულების შემდეგ გვქონდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა კომპანიამ თანამშრომელთა რაოდენობა გაზარდა და მათი ერთმანეთთან ინტეგრაცია სურდა, თუმცა გარკვეულ გამოწვევებს აწყდებოდა, რადგან გუნდის ნაწილი ისევ ონლაინრეჟიმში მუშაობდა.
საბოლოოდ, აღნიშნული საკითხი კორპორატიული საღამოს ორგანიზებით გადავჭერით და როგორც შემდეგ აღმოვაჩინეთ, დამკვეთმა შესანიშნავი შედეგები მიიღო.
ასევე, გვქონია შემთხვევები, როცა კორპორაციული ღონისძიება ახალი პროდუქტის ინტეგრაციისთვის დაგვიგეგმავს და შესაბამისი პროგრამაც შეგვიდგენია.
● რა მნიშვნელობა აქვს ღონისძიების უნიკალურობას? რა როლი აქვს ამაში თქვენი გუნდის ინოვაციურობასა და კრეატიულობას?
კორპორატიული ღონისძიების ორგანიზება რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც ბევრი განსხვავებული კომპონენტისგან შედგება და შედეგის მისაღებად თითოეული მათგანი მაღალ დონეზე უნდა იყოს შესრულებული. RemBow-ს დამფუძნებლის ლევან მდინარაძის განმარტებით, სწორედ ამიტომ ამზადებს ყველა ღონისძიებას 10-12 სხვადასხვა სფეროს სპეციალისტი, რომლებიც თავიანთ მიმართულებაზე იღებენ პასუხისმგებლობას.
ჩვენი ყველა ღონისძიება თითოეულ კომპანიაზეა მორგებული და შესაბამისად, ვერ გამეორდება. მისი დაგეგმვისას ვითვალისწინებთ კომპანიის მიზანს, გუნდის წევრების საშუალო ასაკს, ინტერესებსა და სამუშაო სფეროს და სცენარი და დინამიკაც შესაბამისად იწერება. ყოველი ახალი ღონისძიება ჩვენთვის არის რაღაც სრულიად განსხვავებულის შექმნის შესაძლებლობა. თითოეულ გუნდს განსხვავებული საჭიროებები აქვს, ზოგიერთ ღონისძიებაში აუცილებლად უნდა შეიტანო ინოვაციური დეტალები, ზოგის საჭიროებები და ინტერესები კი ამას საერთოდ არ მოითხოვს.
და შესაბამისად, ვერ გამეორდება. მისი დაგეგმვისას ვითვალისწინებთ კომპანიის მიზანს, გუნდის წევრების საშუალო ასაკს, ინტერესებსა და სამუშაო სფეროს და სცენარი და დინამიკაც შესაბამისად იწერება. ყოველი ახალი ღონისძიება ჩვენთვის არის რაღაც სრულიად განსხვავებულის შექმნის შესაძლებლობა. თითოეულ გუნდს განსხვავებული საჭიროებები აქვს, ზოგიერთ ღონისძიებაში აუცილებლად უნდა შეიტანო ინოვაციური დეტალები, ზოგის საჭიროებები და ინტერესები კი ამას საერთოდ არ მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ვითვალისწინებთ დამკვეთების უკუკავშირსაც. კორპორატიული ღონისძიების შემდეგ მათთან დიდი ხნის განმავლობაში გვაქვს კონტაქტი და შედეგებთან დაკავშირებით მცირე მოკვლევას ვაწარმოებთ.
ჩვენ ემოციური კავშირი გვაქვს პროდუქტთან, რასაც დამკვეთი ყოველთვის გრძნობს. თუ პროდუქტი არ გიყვარს და უგულოდ აკეთებ, ეს ყოველთვის აისახება შედეგზე. მნიშვნელოვანია, რომ RemBow-ს გუნდის თითოეულ წევრს უყვარს თავისი საქმე, მაქსიმალურად იხარჯება, რომ იდეალურად შეასრულოს ის, რაც მიზნის მიღწევაში გვეხმარება.
● თქვენ აღნიშნეთ, რომ თითოეული ღონისძიების დაგეგმვისას ითვალისწინებთ კომპანიის სპეციფიკას. საინტერესოა, რა პროცესია დეკორაციებსა და პროგრამაზე მუშაობა და არსებობს თუ არა გარკვეული ტენდენციები აღნიშნული მიმართულებით?
ტენდენციების შესასწავლად გლობალურ ბაზარს ვაკვირდებით. ხშირად მინახავს სხვადასხვა პლატფორმიდან კოპირებული იდეები, რომელიც ღონისძიების ხარისხზე აუცილებლად აისახება. ჩვენ შემთხვევაში ასე არ ხდება. თვალს ვადევნებთ ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს მოდა, შოუბიზნესი, ავტომობილები, არქიტექტურა, დეკორი თუ სხვა და ამის მიხედვით თავად ვქმნით დამკვეთზე მორგებულ ვიზუალსა და პროგრამას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სფეროში ტენდენციებს თავადაც ვქმნით, რადგან გვინახავს ჩვენი ღონისძიებით შთაგონებული საღამოებიც. ეს ორმაგად სასიამოვნოა.
● როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ აგრძელებთ განვითარებას?
ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე არის ის, რომ ვმუშაობთ ფოკუსირებულად, გვესმის ჩვენი დამკვეთების საჭიროებები და შეგვიძლია მათთვის რელევანტური პროდუქტის შეთავაზება, რის გამოც ჩვენი პორტფელი წლიდან წლამდე იზრდება. დაფუძნებიდან დღემდე დაახლოებით 300-ზე მეტ კომპანიას მოვემსახურეთ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბაზარი საკმაოდ პატარაა. ჩვენს დამკვეთებს შორის საერთაშორისო კომპანიებიც არიან: Binance, Midea, Wolt , Canon და სხვა. მნიშვნელოვანია და მოტივაციას გვაძლევს, რომ ისინი ჩვენი პროდუქტით კმაყოფილები დარჩნენ.
სამომავლოდაც, მთავარი გეგმა არის, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იყოს ძალიან დახვეწილი და იდეალური. დაინტერესებულები ვართ უცხოური ბაზრებზე უფრო აქტიურად გასვლითაც, გვაქვს მოლაპარაკებები და სამომავლოდ ბევრ საინტერესო პროექტზე ვაპირებთ მუშაობას.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საუკეთესო შთაბეჭდილებები შეგიქმნათ და განვითარებაში დაგეხმაროთ.
R