"მამარდაშვილი ამ ზაფხულს "ბარსელონაში" უნდა გადასულიყო, მაგრამ..." - რას წერს ესპანური პრესა?! - კვირის პალიტრა

"მამარდაშვილი ამ ზაფხულს "ბარსელონაში" უნდა გადასულიყო, მაგრამ..." - რას წერს ესპანური პრესა?!

"ელ მუნდო დეპორტივომ" ჩვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გავლენიანი ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ ზაფხულს "ბარსელონა" აქტიურად განიხილავდა საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენის საკითხს, თუმცა მიზეზთა გამო ტრანსფერი არ შედგა.

"დიოგო კოშტას გარდა, არის კიდევ ერთი მეკარე, რომელიც "ბარსელონას" სპორტული დეპარტამენტის შეფებს ძალიან მოსწონთ. ეს იყო გიორგი მამარდაშვილი. ის "ვალენსიას" კარს იცავს და ამ ზაფხულს "ლივერპულმა" შეიძინა, თუმცა იჯარით ისევ "მესტალიაზე" დატოვა.

ახლა ქართველი ფეხბურთელი "წითლების" საკუთრებაა. მერსისაიდელებმა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადეს. "ბარსელონამ" არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯი და ეს ორი ფაქტორით იყო გამოწვეული - პირველი იყო კატალონიური გრანდის სადღეისო ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო მეორე - დიდი ნდობა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მიმართ", - წერს ესპანური გამოცემა.

LELO.GE