საქართველოში მანქანები სერიოზულად გაიაფდა - რას ამბობენ ქართველი დილერები?!
„ეს ბიზნესი ნელ-ნელა უკან მიდის და თუ არ მიეხედა, ქართველი დილერები და კომპანიები, სავარაუდოდ, დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ავტოიმპორტიორმა ჯაბა გოგინაშვილმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ კომპანიების ნაწილმა „დაარიგა კოდები“, ავტომობილები ბაზრობის გვერდის ავლით იყიდება, შედეგად კი, ბოლო 2 თვეში 10 000-დოლარიანი მანქანები საშუალოდ, 2000 დოლარით გაიაფდა.
„ეს ბიზნესი ნელ-ნელა უკან მიდის და თუ არ მიეხედა, ქართველი დილერები და კომპანიები, სავარაუდოდ, დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში. ისარგებლებს ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა. ეს არის ზოგადი სურათი.
თურმე, სხვა ქვეყნის დილერები გვიწევენ კონკურენციას და ამ ბიზნესში უფრო კარგად მოიკიდეს ფეხი, ვიდრე ჩვენ. ეს არის სრული სიცრუე, ამას ამბობს ის, ვისაც ერთხელაც არ ჩამოუყვანია მანქანა. ძალიან ელემენტარულია, როდესაც ბაზარში მიდიხართ პროდუქტის საყიდლად, თუ უშუალოდ შემომტანისგან მიიღებთ, ბაზარში აღარ მიხვალთ ხომ?! ეს გააკეთეს კომპანიებმა და არც უარყოფენ, რომ თვითონ დაარიგეს კოდები, შესაბამისად, ქართველი დილერი გაიწია გვერდზე. ყიდულობენ მხოლოდ იმ მანქანებს, რომლის შეძენა აუქციონით არ არის შესაძლებელი ან თავადვე ვერ ჩამოიყვან.