"ცდილობს, საქართველოს როლი წარმოაჩინოს რეგიონში მშვიდობის მთავარ დამცველად, მაგრამ.." - თეონა აქუბარდია გაეროში პრემიერის გამოსვლაზე - კვირის პალიტრა

"ცდილობს, საქართველოს როლი წარმოაჩინოს რეგიონში მშვიდობის მთავარ დამცველად, მაგრამ.." - თეონა აქუბარდია გაეროში პრემიერის გამოსვლაზე

ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლა.

მისი თქმით, იმ ფონზე, რომ კობახიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია „პრემიერის ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რომელიც გაეროში გააკეთა“.

აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ წავიდა.

„თქვენ ახლა გინდათ შევაფასო ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაცხადებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რაც წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ თავად „ქართული ოცნება" წავიდა საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ. იქნება ეს ნამდვილი სუვერენიტეტი, ნამდვილი მშვიდობა, თუ ნამდვილი ევროპული მომავალი. შესაბამისად, კაცი, რომელსაც ეშინია დაარქვას მტერს სახელი (და ეს სიახლე არ არის "ქართული ოცნების" მხრიდან), კაცი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, ამ ვითარებაში ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რითაც გამოვიდა კობახიძე გაეროში. ის ცდილობს, საქართველოს როლი წარმოაჩინოს რეგიონში მშვიდობის მთავარ დამცველად, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის უქმნის მშვიდობას საფრთხეს, მაშინ როდესაც, საქართველოს აშორებს დასავლეთს და ერთი ერთზე, მარტო ტოვებს ოკუპანტ ძალასთან. ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

"ინტერპრესნიუსი"