აფხაზები გათავხედდნენ - "საქართველომ აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ - კვირის პალიტრა

აფხაზები გათავხედდნენ - "საქართველომ აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“

კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის არაერთხელ გამეორებული რიტორიკა, იგივე მითიური ტერმინებით, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის არაერთხელ გამეორებული რიტორიკა, ერთი და იმავე მითიური ტერმინებით. მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ასეთივე სულისკვეთებით გააგრძელებს, წარსულის გადალახვაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნულია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებული სოხუმი საქართველოს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს „იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“.

"ინტერპრესნიუსი"