ოლგა ბაბლუანის უფროსი ქალიშვილი დაქორწინდა - ფოტო-ვიდეოკადრები ქორწილიდან - კვირის პალიტრა

ოლგა ბაბლუანის უფროსი ქალიშვილი დაქორწინდა - ფოტო-ვიდეოკადრები ქორწილიდან

ცნობილი ქართველი კინორეჟისორის თემურ ბაბლუანის შვილებს საზოგადოება კარგად იცნობს. ოლგა მათ შორის ყველაზე უფროსია. მსახიობი და ჟურნალისტი დიდ დროს ატარებს თბილისში, ამბობს, რომ მისთვის თბილისი სახლია. ოლგა პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. ქორწინება რამდენიმე თვეში დასრულდა და პირველი ქორწინებიდან ლიკა ბაბლუანი ჰყავს.

temurbabluani-1727362877.jpg

შემდეგ იყო კიდევ ერთი ქორწინება, თუმცა ოლგა პირადზე არასოდეს საუბრობს. მეორე ქორწინებიდან ნასტასია ლეგრანს ზრდის.

როგორც ოლგა ბაბლუანის ფეისბუქპოსტიდან ირკვევა, მსახიობის უფროსი ქალიშვილი დაქორწინდა.

oolgadzmebtanertad-1727362959.jpg

"ლიკას და ლუს ქორწილი", - წერს ბაბლუანი და ქორწილის ამსახველ ფოტოებს ასაჯაროებს.