ორიგინალური პატარძალი და შთამბეჭდავი ქორწილი - "ჩცდ"-ს მსახიობი დაქორწინდა
ფოტოხელოვანი ეკატერინე ესებუა, სოციალურ ქსელში ნიუ-ორკში გამართული ქართველი წყვილის ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მათ ჯვრისწერა 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტეს.
"თავისუფალი თეატრის მსახიობმა მაშო მელქაძემ, 12 წლის თანაცხოვრებისა და ორი ქალიშვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა ჯვარი დაეწერა თავის რჩეულზე. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანურადაც მიუდგა ამ საკითხს. კაცი მრავალ ქარ-ცეცხლში უნდა გამოატარო და ისე დათანხმდე ცოლობაზე. ოჯახი 7 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს. წყვილმა, ჯვრისწერის დღეს, დამბოში მიმიწვია ფოტოსესიაზე ყოველთვის მახარებს მსახიობებთან მუშაობა. მაშომ ძალიან საინტერესო პატარძლის იმიჯი შემოგვთავაზა", - წერს ფოტოგრაფი.
მაშო მელქაძე წლების წინ საქართველოში ცნობილი მსახიობი იყო. გარდა თეატრისა, მაშო მონაწილეობდა კომედიურ სკეტჩებში და ასევე გადაღებულია სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში“.
მსახიობი მომავალი მეუღლესთან მეგობრობდა. ერთხელაც მორიგი გასეირნების შემდეგ, დავით ქელეხსაშვილი სიყვარულში გამოუტყდა. ოთხი თვის შემდეგ წყვილმა ერთად დაიწყო ცხოვრება. იხილეთ სრულად