"4-დღიანი დაბადების დღე მქონდა" - როგორ აღნიშნა წლების შემდეგ ნამდვილი დაბადების დღე თამუნა მუსერიძემ? - კვირის პალიტრა

"4-დღიანი დაბადების დღე მქონდა" - როგორ აღნიშნა წლების შემდეგ ნამდვილი დაბადების დღე თამუნა მუსერიძემ?

ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ, რომელმაც რამდენიმე წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა იპოვა და მოგვიანებით ბიოლოგიურ ძმასაც შეხვდა, წლების შემდეგ ნამდვილი დაბადების დღე პირველად აღნიშნა.

ის სოციალურ ქსელში ვიდეოებსა და ფოტოებს პარიზიდან აქვეყნებს. თამუნა მუსერიძეს ნამდვილი დაბადების დღე 22 სექტემბერს აქვს. სანამ ის ბიოლოგიურ ოჯახს იპოვიდა, დაბადების დღეს 10 ოქტომბერს აღნიშნავდა.

"4-დღიანი დაბადების დღე მქონდა" - წერს მუსერიძე.