"ჩემი თანხმობის შემდეგ კარლომ საქართველოში, მამაჩემთან დარეკა და..." - ინტერვიუ სოფი ლორენის სარძლოსთან
ცოტა ხნის წინ, მარიამ შარმანაშვილს კარლო პონტიმ ცოლობა სთხოვა. ქართველი ზუმბას ინსტრუქტორის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საზოგადოებამ გაიგო, რომ მასზე ცნობილი იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილი, კარლო იყო შეყვარებული.
თბილისის ერთ-ერთ უბანში მცხოვრები გოგონა, ერთ დღეში გახდა პოპულარული. ალბათ თავიდან ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ სიყვარულმა დროს გაუძლო, სამი წლის თავზე, მარიამი ოფიციალურად გახდა პონტის საცოლე. 20 სექტემბერს სოფი ლორენს 90 წელი შეუსრულდა.
იტალიაში მსახიობის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნეს. ღონისძიებას კარლო ქართველ საცოლესთან ერთად დაესწრო. მკითხველების ნაწილს ეგონა, რომ მარიამს მომავალმა ქმარმა ცოლობა დედის იუბილეზე სთხოვა, თუმცა რა მოხდა იტალიაში, ამაზე მარიამი თავად გვესაუბრება:
- მარიამ, როგორ გთხოვათ კარლომ ცოლობა?
- პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და საუკეთესო სურვილებისთვის, ძალიან ბევრი მისალოცი მესიჯი შემომდის ყოველდღე, რაც ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ უამრავმა ადამიანმა გულწრფელად გაიზიარა ჩემი ბედნიერი ემოციები. რაც შეეხება ხელის თხოვნას, რეალურად კარლომ რამდენიმე თვის წინ მთხოვა ცოლობა. ყველაფერი ძალიან სპონტანურად და დაუგეგმავად (ბეჭდის გარეშე) მოხდა. არა იტალიაში, არამედ თბილისის აეროპორტში, როდესაც ჟენევაში ვაცილებდი. გააგრძელეთ კითხვა