ჩხუბი და დაჭრა მანქანის გაჩერების გამო - რა მოხდა ბათუმში - კვირის პალიტრა

ჩხუბი და დაჭრა მანქანის გაჩერების გამო - რა მოხდა ბათუმში

ბათუმში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის კაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

"ინტერპრესნიუსი"