"დაგვეხმარეთ და გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. მსახიობი სალომე დემურია გაქურდეს" - რას წერს რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე?
"მეგობრებო, ვისაც ხელგეწიფებათ, დაგვეხმარეთ და გაავრცელეთ ეს ინფორმაცია გუშინ 17:25 ზე, 388 ავრობუსში, მსახიობი სალომე დემურია გაქურდეს. ჯიბგირმა მას ჩანთიდან ამოაცალა დიდი ზომის მუქი ვარდისფერი საფულე ( ნიანგის ტყავის ეფექტით). საფულეში იყო თანხა,ბარათები .... მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პასპორტი ამერიკის 10 წლიანი მოქმედი ვიზით. სალომეს ვიზა და პასპორტი სასიცოცხლოოდ აუცილებელია ჩვენთვის, პოლიცია რატომღაც ბუნდოვნად ბუქსაობს და ამერიკის საკონსულოში ხელმეორედ შესვლა უკიდურესად რთულია. ამიტომ გემუდარებით დაგვეხმარეთ პასპოორტის მოძიებაში.
ავტობუსი 388, გაჩერება თამარაშვილის 12 ნომერთან არის. სალომე იქ იჯდა ზუსტად 17:25 ზე და ჩავიდა ჭავჭავაძეზე, გაჩერებაზე ( რაფიელ ერისთავის ქუჩა). დაგვეხმარეთ! - წერს რუსუდან გლურჯიძე.