"ორივეს გვსურს ომის დასრულება და ორივეს გვსურს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა" - რას აცხადებს დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"ორივეს გვსურს ომის დასრულება და ორივეს გვსურს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა" - რას აცხადებს დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ?

მეც და ზელენსკის, ორივეს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა გვსურს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მედიასთან გამართულ საუბარში განაცხადა.

"ბევრი რამ გავიგე, მაგრამ, ვფიქრობ, არ შევცვლილვარ იმ მხრივ, რომ ორივეს გვსურს ამის [ომის] დასრულება და ორივეს გვსურს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, ის სამართლიანი უნდა იყოს და, ვფიქრობ, ის სწორ დროს მოხდება.

პრეზიდენტს [ზელენსკის] სურს მისი [ომის] დამთავრება, მისი რაც შეიძლება სწრაფად დამთავრება სურს და სამართლიანი შეთანხმების მიღწევა სურს. ახლა [წინასაარჩევნო] კამპანიაში ვარ, ასე რომ, ახლა ბევრ რამეს ამ მხრივ არ ვაკეთებ…

მჯერა, რომ თუ მოვიგებ, ძალიან სამართლიანი [ომის] დასასრული გვექნება. საკმაოდ სწრაფი შეთანხმება. ის უნდა გაჩერდეს, პრეზიდენტს [ზელენსკის] სურს მისი გაჩერება და, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ პუტინს სურს მისი გაჩერება, და ეს კარგი კომბინაციაა.

ასე რომ, სამართლიანი შეთანხმება გვსურს ყველასთვის… ჩემი იდეები მაქვს, და დარწმუნებული ვარ პრეზიდენტს [ზელენსკის] თავისი იდეები აქვს, მაგრამ ეს სამართლიანი უნდა იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ტრამპი „სამართლიან შეთანხმებაში“, მან უპასუხა, რომ „ამაზე ჯერ ადრეა საუბარი“.

"პრეზიდენტმა [ზელენსკიმ] ძალიან სწორედ თქვა, ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ მას მოვაგვარებთ, ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ მოვაგვარებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტებთან ერთად საუბრის დროს, ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თანხმობა განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"