"შორენას ხშირად ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით" - ვინ არის ქართველი "იდუმალი ბიზნესმენი", ბეგაშვილის გვერდით
გუშინ, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში გავრცელდა პაპარაცული ფოტო, სადაც ცნობილი მსახიობი და ინფლუენსერი შორენა ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად ჩანს. შეგახსენებთ, რომ Ambebi.ge ჯერ კიდევ ორი თვის წინ გიყვებოდათ, რომ შორენას რჩეული ქართველი ბიზნესმენი იყო, 23 წლიანი ასაკობრივი სხვაობით.
მაშინ, მამაკაცის სახელი და გვარი არ გამოგვიქვეყნებია, თუმცა მას შემდეგ, რაც წყვილის ფოტოები საჯაროდ გავრცელდა, შორენას იდუმალ მამაკაცზე მოგიყვებით.
ვინ არის ცნობილი ქართველი ქალის ბიზნესმენი რჩეული
წელიწადზე მეტია, რაც შორენა ბეგაშვილი ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული. ურუშაძეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მისი სახელითა და გვარით გუგლის საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძიება გაგიჭირდებათ. არ იძებნება ასევე ურუშაძის ფოტოები.
Companyinfo-ზე ვკითხულობთ, რომ ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. გააგრძელეთ კითხვა