რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი - ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება - კვირის პალიტრა

რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი - ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რის გან­ცხა­დე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ის კერ­ძო სექ­ტორს და­უბ­რუნ­დე­ბა.

რო­გორც ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მან პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და გუნ­დის წევ­რებს სთხო­ვა, „4-წლი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, ისევ კერ­ძო სექ­ტორ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2020 წელს შე­ვუ­ერ­თდი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნდს, მას შემ­დეგ თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას და ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბას. პარ­ლა­მენ­ტში, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, თუ მი­ნის­ტრის რან­გში. ამ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი და მათ­თან ერ­თად, ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე და ბევრ შე­დეგ­საც მი­ვაღ­წი­ეთ ერ­თად, რაც ნამ­დვი­ლად მე­ა­მა­ყე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ვსაქ­მი­ა­ნობ­დი ბიზ­ნეს­ში, კერ­ძოდ, გა­ნათ­ლე­ბის ბიზ­ნეს­ში. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ასე­ვე, ჩვე­ნი გუნ­დის ლი­დე­რებს ვთხო­ვე, მო­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა 4-წლი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ისევ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი კერ­ძო სექ­ტორ­ში და იქი­დან გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი გუნ­დის მხარ­და­ჭე­რა.

შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დავ­ტო­ვო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა. დიდი მად­ლო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და ჩვე­ნი გუნ­დის ლი­დე­რებს ამ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის­თვის, მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ას ვტო­ვებ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რათა ახალ მი­ნისტრს მივ­ცე შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მო­ვი­დეს და სის­ტე­მას წა­რუ­ძღვეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ხოლო, მე რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ვიქ­ნე­ბი კერ­ძო სექ­ტორ­ში. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის და მე­გობ­რო­ბის­თვის, რა­საც მის­გან მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ღებ­დი. ასე­ვე მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­ულ ლი­დერს მხარ­და­ჭე­რის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

რო­გორც ამი­ლახ­ვარ­მა აღ­ნიშ­ნა, ის რჩე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს, რი­თაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ქვე­ყა­ნას გა­ნაგ­რძოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და მყა­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

"გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ერთი დიდი ოჯა­ხია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვარს ამ ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდას და მათ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვას. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მო­ად­გი­ლე­ებს და მთლი­ა­ნად სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბას თა­ნად­გო­მის­თვის, მხარ­და­ჭე­რის­თვის, მრა­ვა­ლი გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მის­თვის, ბრძო­ლის­თვის და იმ დიდი რე­ფორ­მე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. პა­ტი­ვი იყო ჩემ­თვის თქვენ­თან ერ­თად ქვეყ­ნი­სა და ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა" - გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

milaxvari-48184-1727511816.jpg

ექსმი­ნის­ტრის ბი­ოგ­რა­ფია

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რის კა­რი­ე­რა ჯერ კი­დევ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და. გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში მაქსპლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნეს­ში სცა­და ბედი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი დაგ­რო­ვი­ლი კა­პი­ტა­ლი მა­მის და­არ­სე­ბულ ღია უნი­ვერ­სი­ტეტს მო­ახ­მა­რა და მისი რექ­ტო­რიც გახ­და. პო­ლი­ტი­კა­ში პირ­და­პირ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­ვი­და და პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტი ჩა­ი­ბა­რა, შემ­დეგ კი მი­ნის­ტრის პოსტზე გა­და­ვი­და. გააგრძელეთ კითხვა