რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი - ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კერძო სექტორს დაუბრუნდება.
როგორც ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო.
"მოგეხსენებათ, 2020 წელს შევუერთდი, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდს, მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ განათლებას. პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარის, თუ მინისტრის რანგში. ამ 4 წლის განმავლობაში, ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად, ბევრი რამ გავაკეთე და ბევრ შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება. საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე, ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა.
შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის, მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, სამინისტროში შემოვიდეს და სისტემას წარუძღვეს არჩევნებამდე. ხოლო, მე როგორც აღვნიშნე, ვიქნები კერძო სექტორში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და მეგობრობისთვის, რასაც მისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღებდი. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის“, - განაცხადა ამილახვარმა.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ის რჩება პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ წევრი და დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რითაც საშუალებას მისცემს ქვეყანას განაგრძოს მშვიდობიანი და მყარი განვითარება.
"განათლების სისტემა ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ემსახურება ყველაზე მთავარს ამ ქვეყანაში, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას და მათ განათლებაზე ზრუნვას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მრავალი გათენებული ღამისთვის, ბრძოლისთვის და იმ დიდი რეფორმებისთვის, რომლებიც ერთად განვახორციელეთ. პატივი იყო ჩემთვის თქვენთან ერთად ქვეყნისა და ქართული განათლების სამსახურში ყოფნა" - განაცხადა ამილახვარმა.
ექსმინისტრის ბიოგრაფია
გიორგი ამილახვარის კარიერა ჯერ კიდევ სკოლის დასრულების შემდეგ წარმატებით განვითარდა. გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მაქსპლანკის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, ბიზნესში სცადა ბედი. მოგვიანებით კი დაგროვილი კაპიტალი მამის დაარსებულ ღია უნივერსიტეტს მოახმარა და მისი რექტორიც გახდა. პოლიტიკაში პირდაპირ უნივერსიტეტიდან მოვიდა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ჩაიბარა, შემდეგ კი მინისტრის პოსტზე გადავიდა. გააგრძელეთ კითხვა