რატომ უჯდება მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა კოლოსალური თანხა - კვირის პალიტრა

რატომ უჯდება მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა კოლოსალური თანხა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მონაწილეობს, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. თუ დამნაშავე მოქალაქეა, ზარალის ანაზღაურება ხშირად 10 000 ლარსაც კი აჭარბებს, რომელსაც რა თქმა უნდა, სამართალდარღვევის ჯარიმაც ემატება.

როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე bpn.ge-სთან აღნიშნავს, თანხის ოდენობა გასაკვირი არ არის, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მისი სერვისი საკმაოდ ძვირია. თუმცა, მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს თანხა მოქალაქეებს არ ეკისრებოდეს, ამას „ველოსიპედის გამოგონება“ არ სჭირდება. მევლუდ მელაძის თქმით, ასეთი შემთხვევების დროს, მძღოლს სავალდებულო ავტოდაზღვევა უნდა იცავდეს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არ არსებობს, საჭიროა თავად ამ ავტობუსების გარე შეჯახებისგან დაზღვევა ისე, რომ ტვირთი მოქალაქეებზე არ გადადიოდეს.

„ამ საკითხს ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება. ეს უკვე გავლილი აქვთ ქვეყნებს ცივილიზებულ სამყაროში და არსებობს მზა რეცეპტები. მაგალითად, ეს არის ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა, რაც იცავს ავტომობილის მფლობელს. ვერც ევროპაში და ვერც შტატებში ვერ შეიძენთ ავტომობილს, მით უფრო, ვერ გადაადგილდები, დაზღვევის გარეშე. ამაზე ჯარიმა ძალიან დიდია". გააგრძელეთ კითხვა