რა მოხდა P. Diddy-ს მაიამის წვეულებაზე - საინტერესო დეტალები ცნობილი რეპერის სკანდალის შესახებ
ცნობილი რეპერის Sean Diddy-ს გარშემო სკანდალი გრძელდება. ის ტრეფიკინგის, ძალადობის, გავლენის ბოროტად გამოყენების ბრალდებითაა დაკავებული.
ამჯერად, მედიაში ვრცელდება ფოტოები მისი ერთ-ერთი სექს წვეულებიდან.
ფოტოებზე ჩანს შიშველი ქალი, რომლის სხეულზე და გარშემო სხვადასხვა პროდუქტი, ხილი და ტკბილეულია. წვეულების სტუმრები კი მიდიან და მიირთმევენ.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი რეპერის, შონ ჯონ ქომბსის, იგივე P Diddy-ს გარშემო სკანდალი გრძელდება და სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს.
რამდენიმე დღის წინ, რეპერი ნიუ-იორკში დააკავეს და მას სექსუალურ ტრეფიკინგში, ძალადობასა და ხალხის პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებები წაუყენეს. მისი ადვოკატი, მარკ აგნიფილო, მედიასთან კომენტარს აკეთებს ქომბსის დაკავების დეტალებზე და სახლში ჩხრეკის დროს აღმოჩენილ 1000 ბოთლ, ბავშვის ზეთის საკითხზე.
"არ ვიცი საიდან გაჩნდა მედიაში ციფრი 1000... ვფიქრობ, ეს უბრალოდ მეტისმეტი იყო", - თქვა ადვოატმა და ასევე ხუმრობით აღნიშნა: "ქომბსი დიდი რაოდენობით ყიდულობს პროდუქტებს და მარაგები აქვს ყველგან, სადაც სახლი აქვს".
ბრალდებაში აღწერილია, რომ სექს წვეულებების დროს რეპერი კომერციულ სექსმუშაკებს და მსხვერპლებს აიძულებდა სექსუალურ აქტებში ჩართვას. ბრალდებაში ნათქვამია, რომ ქომბსი მათ ვიდეოებს უღებდა და ამ კადრებს ინახავდა, მსხვერპლებს ასევე აკრძალულ ნივთიერებებს ურიგებდა. გააგრძელეთ კითხვა
ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ ამ წვეულებას არაერთი ვარსკვლავი სტუმრობდა. მათ შორის, უილ სმიტი, დაიანა როსი, ოუენ უილსონი და ბრიუს უილისი.
გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შიშველ ქალს, რომელსაც მაგიდის ფუნქცია აქვს, ინტიმური ადგილები ფოთლებით აქვს დაფარული.
შონ დიდი სექს წვეულებებს 2008 წლამდე პერიოდში მართავდა. კონკრეტულად ეს ფოტოები კი 2004 წელს მაიამის წვეულებიდანაა. ცნობილ მსახიობებთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მათ დიდი ხანია რეპერთან ურთიერთობა გაწყვიტეს. ცნობისთვის, რეპერი 16 სექტემბერს, ნიუ იორკში დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.